საგრანტო კონკურსი იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტისთვის
6 ივლისი 2023
GIZ-ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში საპროექტო იდეების მიღებაზე ურბანული განახლების მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის ვადა გახანგრძლივდა იმერეთის მხარის 4 მუნიციპალიტეტისთვის: ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურისა და ტყიბულის პოსტ-ინდუსტრიულ ქალაქებისთვის.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების მდგრადი განვითარება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: